ქუთაისის N12 სკოლის მესამეკლასელებმა ბავშვის უფლებათა კონვენციის გაცნობის შემდეგ საინტერესო პრეზენტაციები შექმნეს
21-06-2022

ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში საინტერესო აქტივობები გაიმართა.

ერთ-ერთი იყო, თანასწორგანმანათელებელთა კლუბის ფარგლებში, მე-3 კლასის მოსწავლეებთან შეხვედრა.

აღნიშნული შეხვედრა მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკების ინიციატივითა და მხარდაჭერით მიმდინარეობდა. 

მოსწავლეები შეხვედრაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

„შეხვედრა იყო ინტერვენციული ხასიათის. ბავშვთა უფლებათა კონვენციის პრეზენტირების შემდგომ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოსწავლეებმა თავად შექმნეს პრეზენტაციები განათლების, თამაშის, ღირსებისა და თანასწორობის უფლებებზე. აქტივობა იყო საინტერესო და სახალისო როგორც თანასწორგანმანათელებელთათვის, ასევე მოსწავლეებისათვის“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203