„ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს!“ - ხეოთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ლაშქრობაში იმყოფებოდნენ
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ლაშქრობაში იმყოფებოდნენ. მოსწავლეები აქტივობაში დიდი ხალისით, მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ სოფლის მიმდებარე მთები დალაშქრეს.
ლაშქრობა სპორტის მასწავლებლის გელა ტივაძის ორგანიზებით გაიმართა.
„გრძელი ჭალა“, „საყევარი“, „ყიზილი“, „მაიკეთი“. დავლაშქრეთ სოფლის მიმდებარე მთები, ულამაზესი ბუნება და ღირსშესანიშნაობები. ლაშქრობა მიზნად ისახავდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ხელშეწყობას.
ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: