ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლე ლატავრა მშვილდაძემ შემოქმედებით ოლიმპიადაში დიპლომი დაიმსახურა
21-06-2022
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა კონკურსებსა თუ ოლიმპიადებში ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდნენ.
ერთ-ერთი გამორჩეული კი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ „მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადა 2022“ იყო, რომელშიც XIა კლასის მოსწავლე ლატავრა მშვილდაძე მონაწილეობდა.
ლატავრამ სხვადასხვა მასალისგან დამზადებული ორიგინალური გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები წარადგინა; გაიარა I, II, დასკვნითი და ღია კონკურსი, მან ადგილზე შეასრულა ძალიან საინტერესო კომპოზიცია და ჟიურის სიმპატია დაიმსახურა.
1 ივნისს კი ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებით გაიმართა გალა კონცერტი, სადაც „მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადა 2022-ში“ გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა, ლატავრას დიპლომი - „ჟიურის სიმპატია“ გადაეცა.
„ვულოცავთ ჩვენს ნიჭიერ შემოქმედს და მომავალში უდიდეს წარმატებებს ვუსურვებთ“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო