ტყიბულის N6 სკოლის VI კლასის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ტურით ვანში იმყოფებოდნენ
22-06-2022

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები და კლასის დამრიგებელი ცირა კუბლაშვილი სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე ვანში იმყოფებოდნენ.

მათ დიდი ინტერესით დაათვალიერეს გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმი ჭყვიშში. გაეცნენ პოეტის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას. მაღალმხატვრულად წაიკითხეს გალაკტიონის ლექსები. ამავე დღეს მოზარდებმა ასევე დიდი ინტერესით დაათვალიერეს ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, სადაც დაათვალიერეს ვანის ნაქალაქარსა და მის შემოგარენში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა, რომელიც ძვ.წ. VIII-I საუკუნეებით თარიღდება.

მოსწავლეები უკან შთაბეჭდილებებით აღსავსე დაბრუნდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203