ტყიბულის N6 სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი შემეცნებითი ღონისძიებით დაასრულეს
21-06-2022

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასრულება საინტერესოდ აღნიშნეს.

მოსწავლეებმა დამრიგებლის, ცირა კუბლაშვილის ხელმძღვანელობით შემეცნებითი ღონისძიება გამართეს.

მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და ნოველები. მათ ამ დღეს ასევე ჩაატარეს ვიქტორინა-კონკურსი -„ვინ ვარ, საიდან მოვდივარ, სად მივდივარ!“.

ბავშვები სითბოთი, სიყვარულით და მადლიერებით გაჯერებული სიტყვებით დაემშვიდობნენ მასწავლებელს.

კლასის დამრიგებელმა მოსწავლეებს უსურვა ლაღი ბავშვობა და ზღვა წარმატება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203