თბილისის N190 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა ფლეშმობი და მრავალფეროვანი ღონისძიება
20-06-2022
თბილისის N190 საჯარო სკოლაში მეოთხე კლასების გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა, რომელსაც IVა კლასის დამრიგებელი ხათუნა ჟოჟიკაშვილი და IVბ კლასის დამრიგებელი ჯულეტა ქუმარიტოვი ხელმძღვანელობდნენ.
ყველაზე ამაღელვებელი და ემოციური - გამოსაშვები ღონისძიებაა, ვინაიდან სრულდება პირველი ეტაპი და იწყება ახალი. ეს დღე ემოციების გარეშე არასდროს მთავრდება. მოსწავლეებმა დადგეს ფლეშმობი, მომზადებული ჰქონდათ ფოტოკოლაჟი.
მოსწავლეები იკავებდნენ სცენას და საუბრობდნენ, თუ რა მნიშვნელოვანი იყო მათთვის ეს ოთხი წელი, რა დამოკიდებულება ჰქონდათ მასწავლებლებთან და ერთმანეთთან.
მოსწავლეებმა დადგეს ცეკვა, სადაც საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინეს. ამის შემდეგ, სიგელების გადაცემის და ნომინაციების ჯერი დადგა. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა მადლიერება გამოხატეს მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის მიმართ. მადლიერების განცდის გაღვივება და მისი გამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანია.
ღონისძიების ბოლოს კი, ბავშვებმა ფერადი ბუშტებით ჩაფიქრებული სურვილები აფრინეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს