მუსხის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეები პირველ მასწავლებელს ღონისძიებით დაემშვიდობნენ
20-06-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეები პირველ მასწავლებელს - ლია ოქრომელიძეს დაემშვიდობნენ. 

ამასთან დაკავშირებით, კლასში მრავალფეროვანი, საინტერესო და სანახაობროვი ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეები სადღესასწაულოდ გამოეწყვნენ და აქტივობაში დიდი ხალისით ჩაერთნენ. 

მათ სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ.

„მასწავლებელმა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მოსწავლეებმა მადლობა გამოთქვეს ლექსებით, სიმღერითა და ცეკვით“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203