„არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ შვილებს წიგნის კითხვის კულტურა ასწავლონ“- ახკერპის საჯარო სკოლის დირექტორი ვიოლეტა სუკასიანი
20-06-2022
სასწავლო წელი დასრულდა, საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები წელს აჯამებენ და გვიყვებიან რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი? რას ურჩევდნენ მოსწავლეთა მშობლებს არდადეგებზე? და რა სჭირდება ყველაზე მეტად განათლების სისტემას. 

ამჯერად, საინტერესო ბლიც-კითხვებით etaloni.ge მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახკერპის საჯარო სკოლის დირექტორს, ვიოლეტა სუკასიანს დაუკავშირდა. 

- სკოლა ჩემთვის არის...

- კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი და ამავდროულად, ინტელექტუალური დიდი ოჯახი.

- მოტივაცია მემატება, როცა...

- სკოლაში მყავს წარმატებული მოსწავლეები და მასწავლებლები.

- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის...

- მიჭირს, რადგან ყოველთვის მრჩება, დაუკმაყოფილების გრძნობა, მინდა, მეტი დრო გავატარო მათთან.

- განათლების სისტემას სჭირდება...

- მაღალანაზღაურებადი და კვალიფიციური კადრები ასევე, სათანადო გარემო.

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო...

- იმით რომ არ გვყავს შეუფასებელი მოსწავლე; ყველამ გადალახა მინიმალური ზღვარი და ამავდროულად მე-12 კლასის მოსწავლეების უმრავლესობა სწავლას აგრძელებს საქართველოს უმაღლეს თუ სხვადასხვა, სასწავლებელში.

- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ...

- შვილებს შესთავაზონ ინტელექტუალური თამაშები და სპორტული ღონისძიებები. ასწავლონ მათ წიგნის კითხვის კულტურა.

- სასწავლო წლის დასასრულს...

- ყველა მასწავლებელს და მოსწავლეს ვუსურვებ მშვიდობიან ზაფხულს და ახალი შემართებით დაბრუნებას.  მივცემ საზაფხულო აქტივობებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203