„სურათების გაცოცხლება“​- ზიკილიის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ღონისძიება
20-06-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო წელი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი პროექტებით, აქტივობებითა თუ ღონისძიებებით. 

მათ შორის, აუცილებლად აღსანიშნავია,  სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრაზე დაგეგმილი  ღონისძიება - „სურათების გაცოცხლება“. 

ღონისძიებაში V, VI, VII, VIII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ პორტრეტში წარმოადგინეს კონკრეტული ადამიანის ხასიათი, მიმიკით, ჟესტიკულაცთ, კოსტიუმით და  აქსესუარებით.

აღნიშნულ ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ  ხელოვნების მასწავლებელი ირმა გაჩეჩილაძე და სკოლის მუსიკის მასწავლებელი ქეთევან კარიბოვი.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203