ქორეთის საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო ინგლისურენოვანი პროექტი განხორციელდა
20-06-2022

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო წელი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი პროექტებით, აქტივობებითა თუ ღონისძიებებით. 

მათ შორის, მეორე სემესტრში, ინგლისური ენის გაკვეთილებზე, მასწავლებელმა, ნათია კირვალიძემ, მოსწავლეებთან ერთად განახორციელა რამდენიმე საინტერესო პროექტი, როგორებიცაა -  „ჯანსაღი კვება“, „ჩემი ცხოველი“ და „ჩემი საყვარელი ტანსაცმელი“. 

მოსწავლეები პროექტებში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით შექმნეს პოსტერები, რისთვისაც განსაკუთრებული მონდომებითა იშრომეს, წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები და კლასში შთამბეჭდავი პრეზენტაციებიც გამართეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203