ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
20-06-2022

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, სასწავლო წლის მანძილზე სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა, ია კლდიაშვილმა მოსწავლეებს არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება შესთავაზა. 

მათ შორის აღსანიშნავია, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, პედაგოგის მიერ მოწყობილი მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. 

ღონისძიებაზე V-IX კლასის მოსწავლეთა შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნახატები გამოიფინა. 

ასევე წარმოდგენილი იყო XIა კლასის მოსწავლე ლატავრა მშვილდაძის შექმნილი დეკორატიულ გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.

მოსწავლეთა ნამუშევრებმა დამთვალიერებლის მოწონება დაიმსახურა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203