​„საქართველოს დაკარგული ოაზისი“ - ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი საჩვენებელი გაკვეთილი
20-06-2022

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. დირექციამ და პედაგოგებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს და მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცეს - სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი, მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული აქტივობებითა და სასწავლო რესურსით. 

მათ შორის, აუცილებლად აღსანიშნავია VIIკლასში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარებული საჩვენებელი გაკვეთილი, რომელსაც პედაგოგი მაია ნიკოლაძე ხელმძღვანელობდა. 

გაკვეთილის თემა გახლდათ - ​„საქართველოს დაკარგული ოაზისი“ (აფხაზეთი ჩვენი ტკივილია).

გაკვეთილს ესწრებოდა კლასის დამრიგებელი შ. დანელია და ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრები - ბელა სვანიძე, ინგა ხაჟომია.

„მოსწავლეებმა წარმოაჩინეს თემისადმი ინტერესი, წაიკითხეს ესეები, მისწერეს წერილი „ჭკვიან უფროსებს“ და გადადგეს 9 ნაბიჯი, შექმნეს გეგმა, რომლის მიხედვითაც შეიცვლებოდა აფხაზეთის „ბედი“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203