რუსთავის N8 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ნიკოლოზ ნიორაძემ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში სერტიფიკატი დაიმსახურა
აკაკი წერეთლის სახელობის რუსთავის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები 2021-2022 სასწავლო წელს სხვადასხვა კონკურსებში ყოველთვის აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობდნენ.
სკოლა ტრადიციულად ყოველ წელს, საქართველოს ფოსტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობს.
ამჯერად, სკოლის მოსწავლე ნიკოლო ნიორაძეს საქართველოს ფოსტისგან სერტიფიკატი წერილის წერის საერთაშორისკო კონკურსში გადაეცა.
კონკურსის თემა - „მიწერე წერილი გავლენიან ადამიანს, თუ რატომ და როგორ უნდა მიიღონ ზომები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით“.
ნიკოლოზმა ადრესატად შვედი გარესმოსდამცველი, გრეტა ტუნბერგი აირჩია.
„მარინა მასწავლებლის რჩევით ნიკოლოზმა აირჩია გრეტა ტუნბერგი, შვედი გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების მოწინააღმდეგე აქტივისტი“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: