„გახდი ამერიკის პრეზიდენტი“ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინტერესო ღონისძიება
23-03-2018
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტმა, ზურაბ გორგოძემ ჩაატარა „ვორქშოპი“ თემაზე: „Win the White House - გახდი ამერიკის პრეზიდენტი”

„ვორქშოპს“ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ. სამუშაო შეხვედრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ გახსნა და სტუდენტს წარმატებები უსურვა. 

ზურაბ გორგოძის საპრეზენტაციო თემა ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებს შეეხებოდა, მეორე ნაწილში კი მან აუდიტორიას შესთავაზა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების კომპიუტერული თამაში, რომელშიც სტუდენტებიც და ლექტორებიც ხალისით ჩაერთნენ და საინტერესო კითხვებიც დასვეს. 

„ვორქშოპის“ მიზანი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული გააზრება იყო. ზურაბ გორგოძემ გამოთქვა ინიციატივა, რომ მსგავსი სახის „ვორქშოპები“ უნივერსიტეტში ყოველთვიურად ჩატარდეს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203