გოდოგანის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა დაუვიწყარი ოთხი წელი საინტერესო ღონისძიებით შეაჯამეს
20-06-2022
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეები პირველ მასწავლებელს განსაკუთრებულ, საზეიმო ვითარებაში დაემშვიდობნენ.

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გამოსაშვები ღონისძიება გამართეს.

მეოთხეკლასელების დამრიგებელი, კი მაია ტყაბლაძე გახლავთ, რომელსაც აღსაზრდელები ემოციურად დაემშვიდობნენ.

ბავშვებმა პედაგოგს, გაწეული ამაგისა და შრომისათვის მადლობა გადაუხადეს, თავის მხრივ კი, პედაგოგმა მოსწავლეებს საზეიმო ვითარებაში გზა დაულოცა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203