„მადლობა მასწავლებლებს გამოჩენილი პასუხისმგებლობისთვის და შრომისთვის“ - დიოკნისის საჯარო სკოლის დირექტორი რევაზ ძირკვაძე მადლობის წერილს ავრცელებს
20-06-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლაში 15 ივნისს 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

სასწავლო წლის დასრულება სასკოლო საზოგადოებას, დირექტორმა, რევაზ ძირკვაძემ მიულოცა და პედაგოგებსა და თითოეულ თანამშრომელს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა:

„სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლის დირექცია გულით და სულით მადლობას ვუხდით მასწავლებლებს გამოჩენილი პასუხისმგებლობისთვის, დიდი შრომისათვის, ერთმანეთზე და მოსწავლეებზე ზრუნვისთვის; მადლობას ვუხდი სკოლის ტექნიკური პერსონალს გაწეული შრომისათვის, მადლობას ვუხდი მშობლებს მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისათვის! საჯარო სკოლის დირექცია კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას სასწავლო წლის მშვიდობიანად დასრულებას“, - აღნიშნულია დირექტორის, რევაზ ძირკვაძეს მიერ გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203