„გვიყვარხართ და გვეამაყებით“- სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონიდან კურსდამთავრებულები საუკეთესო სურვილებით გააცილეს
20-06-2022

სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.

კურსდამთავრებულებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე ტრადიციული თეთრი მაისურებით შეაბიჯეს. სკოლაში საზეიმო განწყობა იყო შექმნილი.

კურსდამთავრებულებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და სურვილები გაცვალეს.

მათ სკოლა დაემშვიდობა, მიულოცა და წარმატებები უსურვა. კლასის დამრიგებელი ოთარ თურქიაშვილი იყო.

„გილოცავთ ბავშვებო! საუკეთესო ბავშვები ხართ, გვიყვარხართ და გვეამაყებით. დიდი მადლობა ბავშებო, მშობლებო, ოთო მასწავლებელო და ფიქრია მასწავლებელო“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203