ქსნის საჯარო სკოლაში მე-4 კლასის მოსწავლეებმა ქვეყნის მთავარ ეროვნულ დღესასწაულს გრანდიოზული ღონისძიება მიუძღვნეს
20-06-2022

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსნის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს საინტერესო ღონისძიებებით აღნიშნავენ. 

გამონაკლისი არც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იყო. 

მეოთხე კლასის მოსწავლეებმა სკოლაში ნამდვილი დღესასწაული მოაწყვეს. მათ ქართული ტრადიციული სამოსი ჩაიცვეს, სხვადასხვა ნომერი შეასრულეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

ბოლოს მოსწავლეებმა ფერადი კვამლი და ბუშტებიც გაუშვეს.

„ასე გრანდიოზულად აღვნიშნეთ 26 მაისი, დამოუკიდებლობის დღე. მადლობა მეოთხე კლასს ამ დღესასწაულისათვის, ნატო მასწავლებელს, რუსუდანს, გამგეობის წარმომადგენლებს და ყველა ორგანიზატორს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203