ხორნაბუჯის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეთა საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი ტური
20-06-2022

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებს საინტერესო გასვლითი ტური ჰქონდათ.

ისინი, პედაგოგ ნატო ღვედაშვილის ხელმძღვანელობით, სვეტიცხოველში, ჯვრის მონასტერში, დედაენის ბაღსა და ზოოპარკში იმყოფებოდნენ. 

მოსწავლეებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და აქტივობებში ჩაერთნენ.

„მოილოცეს სვეტიცხოველი, ულამაზესი ჯვრის მონასტერი, მოინახულეს დედაენის ძეგლი, სადაც წარმოადგინეს საცეკვაო ნომრები, ბოლოც ემოციებით და ინფორმაციით დატვირთულნი ეწვივნენ ზოოპარკს“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203