სასწავლო წლის შემოქმედებითი დასასრული - წნორის N3 სკოლის პირველკლასელებმა თოჯინური სპექტაკლი გამართეს 
20-06-2022

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N3 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

ამასთან დაკავშირებით, კლასში მრავალფეროვანი, საინტერესო და სანახაობროვი ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს დეკორაციები, ზღაპრის პერსონაჟები და თოჯინების თეატრი მოაწყვეს. მათ სპექტაკლი „რწყილი და ჭიანჭველა“ წარადგინეს.

მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ. 

„ვულოცავთ პირველი კლასის დამთავრებას ჩვენს საყვარელს ბავშვებს. უამრავ წარმატებას და ფერად დღეს ვუსურვებთ ირმა მასწავლებელთან ერთად“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203