სიღნაღის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები აბრეშუმის ჭიის შესახებ ინფორმაციას გაეცნენ
20-06-2022

ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები სოფელ მაღაროს ესტუმრნენ. 

მათ ადგილზე ინფორმაცია აბრეშუმის ჭიის შესახებ გაიგეს. მოსწავლეებმა ცოდნა გაიმდიდრეს და საინტერსო ფაქტების შესახებ შეიტყვეს. 

ისინი აქტივობაში დამრიგებელ ნინო ივანიძის ხელმძღვენელობით ჩაერთნენ და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.

„ჩვენი მეორეკლასელები აბრეშუმის ჭიის მნიშვნელობით დაინტერესდნენ და სოფელ მაღაროს ესტუმრნენ, სადაც თბილი და სასიამოვნო გარემო დახვდათ.
მასპინძელმა გააცნო ჭიის განვითარების პროცესი, ესაუბრა მეაბრეშუმეობის სარგებლიანობაზე. ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს საინტერესო აქტივობებში.
დღე ხალისიანად დასრულდა ბუნებაში გასეირნებით“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203