„გადამარჩინე, რომ გადაგარჩინო“ - თბილისის N129 საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი პერფორმანსი გაიმართა 
20-06-2022
თბილისის N129 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან. 

რა თქმა უნდა, პედაგოგთა და მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა არც გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე. ეს გარემოსდაცვითი დღე სასკოლო საზოგადოებამ საინტერესოდ აღნიშნა. 

ამ დღეს მიეძღვნა პერფორმანსი - „გადამარჩინე, რომ გადაგარჩინო“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო თბილისის N129 საჯარო სკოლის მთელმა კოლექტივმა, ყველა მოსწავლემ და მშობელმა. 

„დიდი მადლობა ამ პროექტის მხარდაჭერისა და განხორციელებისათვის, სკოლის დირექტორს, ბატონ გიორგი ლიჩელს და დირექტორის მოადგილეს - ეკატერინე ხიჯაკაძეს. 

ასევე განსაკუთრებული მადლობა პროექტის ავტორს თინათინ მუჯირიშვილს, ვიდეორგოლისთვის პედაგოგს - ნანა ჯაფარიძეს და X კლასის მოსწავლეს - ირაკლი ჯალაბაძეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე 5 ივნისს აღინიშნება. 

იხილეთ პერფორმანსის ამსახველი ვიდეორგოლი:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203