ახალსოფლის N2 სკოლის იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიის კლუბში სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულს უმასპინძლეს
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N2 საჯარო სკოლის იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიის კლუბში სკოლის კურსდამთავრებულს უმასპინძლეს.
საიმონ იორდანიშვილმა მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა და თავისი გამოცდილება გაუზიარა.
აქტივობაში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ, შეხვედრამ ნაყოფიერად, კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.
„საიმონი ახალგაზრდებს ესაუბრა თავისი გამოცდილების შესახებ ფოტოგრაფიაში, მოდელირებაში, სპორტში და სხვა. გულწრფელი ორმხრივი კომუნიკაცია შედგა ახალგაზრდებს შორის. საიმონმა ისაუბრა როგორ შექმნა ფიტნესკლუბი, რომელიც მისთვის უმნიშვნელოვანესი საქმეა, რა სირთულეები და დაბრკოლებები შეხვდა კარიერაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: