ყელქცეულის საჯარო სკოლის გუნდმა ინტელექტუალურ თამაშში წარმატება მოიპოვა
20-06-2022
ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ინტელექტუალურ თამაშებში ყოველთვის აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.

სკოლის გუნდმა მორიგი წარმატება 19 ივნისს, ინტელექტუალურ თამაშში - „კაბადონი“ მიითვალა.

მეოთხედფინალში ერთმანეთს ყელქცეულის სკოლის გუნდი „კალისტო“ და გორის მე-9 სკოლის გუნდი „ათენა“ დაუპირისპირდნენ.

თამაში ანგარიშით 6:4 დასრულდა და გუნდმა „კალისტომ“, გაიმარჯვა.

გუნდის წევრები არიან:

  • გამგებელი გიორგი - XII კლასი;
  • გამგებელი თამარი - XII კლასი;
  • წეველიძე თემური - XI კლასი;
  • ხითარიშვილი მედეა - IX კლასი;
  • წეველიძე ქეთევან - IX კლასი.
„წარმატებებს გისურვებთ ჩვენო საამაყოებო! თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის საიმედო მომავალი!“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203