აფხაზეთის N3 საჯარო სკოლაში ფრანგული ფილმის დღე მოეწყო
20-06-2022
ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლაში ფრანგული ფილმის დღე გაიმართა. 

სკოლაში მხატვრული ფილმი „უხილავნი“ უჩვენეს. ჩვენებას მოსწავლეები და პედაგოგები დაესწრნენ.

აქტივობა საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლობით გაიმართა. 

ჩვენებამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

„სკოლაში უჩვენეს ფრანგული მხატვრული ფილმი „უხილავნი“, რომელიც ქალთა უფლებების დარღვევასა და დისკრიმინაციას ეძღვნება“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203