მთისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეები ოსური ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
20-06-2022

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლა ოსური ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდა.

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, ლექსები ოსურ და ქართულ ენაზე წაიკითხეს და თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.

ღონისძიების მონაწილეებს წიგნები, სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. 

„დიდი მადლობა ქალბატონ ნაირა ბეპიევს, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას, ბატონ დიმიტრი სანაკოევს და ყველას, ვინც ამ დღის ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ოსური ენის დღეს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...