დილისკის N1 საჯარო სკოლაში კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა
20-06-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N1 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელს არაერთი საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი ღონისძიება ჩატარდა.
სკოლაში ჩატარებული ღონისძიებებიდან ერთ-ერთი გამორჩეული ქართული ენის მასწავლებელის, იამზე მსხვილიძისა და სომხური ენის პედაგოგის, ნარინე გაბრიელიანის ერთობლივი ღონისძიება იყო.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით იყო დატვირთული. მოსწავლეები აქტივობაში დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულები.