დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კაკლიანის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
კურსდამთავრებულებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე ტრადიციული თეთრი მაისურებით შეაბიჯეს. სკოლაში საზეიმო განწყობა იყო შექმნილი.
კურსდამთავრებულებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და სურვილები გაცვალეს.
მათ დირექცია და პედაგოგები დაემშვიდობნენ და წარმატებები უსურვეს.
იხილეთ ფოტოები: