„სულ პატარები მოვედით, გავიზარდეთ და გავლაღდით“ - ჯიმითის საჯარო სკოლის II და IV კლასის მოსწავლეთა ლამაზი ღონისძიება
21-06-2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. წელი გაჯერებული იყო როგორ შემეცნებითი და საგანმანათლებლო ისე გასართობი და წამახალისებელი ღონისძიებებით. 

სასწავლო წლის დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს ჯიმითის საჯარო სკოლის II (კლასის ხელმძღვანელი: ნანა გეთიაშვილი) და IV (დამრიგებელი: ანა პიტიურიშვილი) კლასის მოსწავლეებმა.

„სულ პატარები მოვედით, გავიზარდეთ და გავლაღდით“ - ასე დაასათაურეს მათ ერთი ლამაზი საღამო. მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ჯიმითის საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგი თეა ჯაფოშვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203