ჯიმითის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი მუსიკალური ღონისძიება ჩატარდა
21-06-2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ საინტერესო ღონისძიებასა თუ აქტივობას სთავაზობენ და სასწავლო რესურსებს აწვდიან. არც 2021-2022 სასწავლო წელი ყოფილა გამონაკლისი. წელი გაჯერებული იყო საგანმანათლებლო, გასართობი თუ წამახალისებელი ღონისძიებებით.

მათ, შორის აუცილებლად აღსანიშნავია სკოლაში ჩატარებული მუსიკალური ღონისძიება - „მელომანი“.

ღონისძიებას მუსიკის პედაგოგი თეა ჯაფოშვილი ხელმძღვანელობდა. აქტივობაში V-VIII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

„მელომანს“ უძღვებოდნენ მე-10 კლასის მოსწავლეები: ნია ღვინაშვილი და საბა შანყულაშვილი.

ღონისძიება რამდენიმე ტურად ჩატარდა. მასში კლასის ხელმძღვანელებიც მონაწილეობდნენ. გამარჯვება მე-5 კლასის მოსწავლეებმა მოიპოვეს.

„წარმატებას ვუსურვებთ პედაგოგსა და თითოეულ მოსწავლეს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203