წყაროსთავის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ღია ცის ქვეშ ფერადი დღესასწაული მოეწყო
20-06-2022

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყაროსთავის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს საინტერესო აქტივობებით აღნიშნავენ. 

გამონაკლისი არც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ყოფილა.

სკოლაში ამ დღისა და ბავშვთა უფლებების შესახებ ისაუბრეს. ფერადი და მხიარული ღონისძება ეზოში გაიმართა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს. 

სკოლა ყველას ულოცავს ბავშვთა დაცვის დღეს.

„მოსწავლეებმა წარმოადგნიეს პლაკატები, დახატეს მუსიკის ფონზე, იმხიარულეს და ასე ამაღლებულად აღნიშნეს ეს შესანიშნავი დღე, რომელიც ორმაგად მნიშვნელოვანია: გილოცავთ მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს, საქართველოში შემობრძანების დღეს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203