
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. დირექციამ და პედაგოგებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს და მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მისცეს. სასწავლო წელი გამოირჩეოდა მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებითა და ღონისძიებებით.
გამონაკლისი არც სწავლის ბოლო დღე ყოფილა. 15 ივნისს სკოლაში, არაერთი საინტერესო აქტივობა განხორციელდა, მაგალითად, მე-5 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია ლონდონის ღირსშესანიშნაობათა შესახებ.
აქტივობას ინგლისური ენის პედაგოგი თეონა ტეტუნაშვილი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: