„ძალიან გვიყვარხართ და ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით“ - აფხაზეთის N14 სკოლის დირექტორის ემოციური მიმართვა 2022 წლის კურსდამთავრებულებს
20-06-2022
აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

კურსდამთავრებულებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე ტრადიციული თეთრი მაისურებით შეაბიჯეს. სკოლაში საზეიმო განწყობა იყო შექმნილი.

კურსდამთავრებულებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და სურვილები გაცვალეს.

მათ დირექტორის მ/შ ნატო ესართიამ მიმართა და წარმატებები უსურვა.

„ჩვენო ძვირფასო კურსდამთავრებულებო! გილოცავთ სკოლის დამთავრებას, გისურვებთ წარმატებებს. ჩემო კარგებო, წინ საინტერესო მომავალი გელით. იცოდეთ! თქვენი წარმატების საიდუმლო გასაღები თქვენს ხელშია. გამოიყენეთ და განამტკიცეთ ის ცოდნა, რაც ჩვენთან მიიღეთ და მომავალშიც მიიღებთ.
მინდა, გისურვოთ იყოთ ღირსეული, პატივსაცემი, შემომქმედნი, ერთგული, ადამიანის ტკივილის გულთან მიმტანი და გამზიარებელი. იყავით მისაბაძი ადამიანები, რისიც მჯერა. გილოცავთ, კიდევ ერთხელ და გჯეროდეთ, ძალიან გვიყვარხართ და ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით“,- წერს ნატო ესართია.

ემოციური მისალოცი წერილი გაავრცელა სკოლის დირექციამაც.

„ახალგაზრდობა, დღე ხვალინდელი, მზის მღელვარება - ახალგაზრდობა! გილოცავთ, ჩემო კარგებო, სკოლის დამთავრებას. დღეს თქვენ ხსნით ახალ ცხოვრებას. თითოეულ თქვენგანს მოუწევს ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყოს და გადალახოს ახალი დაბრკოლებები .მინდა გისურვოთ წარმატებები მომავალში“,- ვკითხულობთ დირექციის მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203