ჯიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - მარიამ ღვინაშვილმა და ლიზი შავლიაშვილმა ესეების კონკურსში გაიმარჯვეს
20-06-2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესეების კონკურსში მოპოვებული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ. 

მე-10 კლასის მოსწავლეები - მარიამ ღვინაშვილი და ლიზი შავლიაშვილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული არქივის მიერ ინიცირებულ ესეების კონკურსში - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ მონაწილეობდნენ. 

ჯიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აღნიშნულ კონკურსში გამარჯვება მოიპოვეს და შესაბამისი დიპლომებითაც დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეთა ისტორიის პედაგოგი ზეინაბ ვარაზაშვილი გახლავთ. 

მარიამი და ლიზი ასევე დასაჩუქრდნენ საქართველოს ისტორიის საკოლექციო წიგნებით, რომლებიც მათ ზეინაბ მასწავლებელმა უსახსოვრა.

დიპლომები და წიგნები გამარჯვებულთ სკოლის დირექტორმა, ნინო ხარატიშვილმა გადასცა.

„ულევ წარმატებას ვუსურვებთ პედაგოგსა და მოსწავლეებს!“,-აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203