ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლის მოსწავლე ანასტასია პაპუნაშვილს izrune.ge-სგან წარმატების დამადასტურებელი დიპლომები და სერტიფიკატები გადაეცა
20-06-2022
ანასტასია პაპუნაშვილი სოსო ღვინიაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლაში სწავლობს, ის izrune.ge-ს მზრუნველი ოჯახის კიდევ ერთი წარმატებული წევრია. მოსწავლე ტესტირების ინოვაციურ პორტალში აქტიურად არის ჩართული და შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადის.

ანასტასია წარმატებები მისი სკოლის მზრუნველი დირექტორის მაია ზაკალაშვილის, კლასის დამრიგებლის მარიკა ორველაშვილის, და, რა თქმა უნდა, მისი ოჯახის დამსახურებაა.

 მას უკვე გადაეცა izrune.ge-სგან წარმატების დამადასტურებელი დიპლომები და სერტიფიკატები.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203