„მადლობა იმ სიყვარულისთვის, რომელსაც ცოდნამდე მივყავართ“- სენაკის N3 სკოლის მოსწავლე მარიანა აროსიას izrune.ge-სგან დიპლომები და სერტიფიკატები გადაეცა
20-06-2022

მარიანა აროსია​ სენაკის N3 საჯარო სკოლის ბეჯითი მოსწავლეა. ის ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არის ჩართული და შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადის.

მარიანა აროსიას უკვე გადაეცა izrune.ge-სგან თავისი წარმატების დამადასტურებელი დიპლომები და სერტიფიკატები.

„მე ვარ მარინა აროსია, ქალაქ სენაკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე. მადლობა izrune.ge-ს მთელ შემოქმედებით გუნდს ასეთი ბრწყინვალე პროექტისათვის, იმ სიყვარულისა და სიძლიერისთვის, რასაც ცოდნამდე მივყავართ. განსაკუთრებული მადლობა ჩემს განათლების პირად მენეჯერს-ქალბატონ ელენეს, მთელი წლის განმავლობაში გაწეული შრომისთვის, ასევე მადლობა ჩემს სკოლას, უსაყვარლეს დამრიგებელს-ქალბატონ თეა ეჯიბიას, მშობლებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც მცირედი წვლილი მიუძღვის ჩემს განათლებაში და ბოლოს მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ვარ ამ დიდი ოჯახის წევრი.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203