ფერადი ბუშტები, თეთრი პერანგები, ლამაზი სურვილები და სევდანარევი მხიარულება-ალისუბნის თემის N2 სკოლიდან 2022 წლის კურსდამთავრებულები საზეიმოდ გააცილეს
20-06-2022

მალხაზ ბუცხრიკიძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეებისთვისბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.

კურსდამთავრებულებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე ტრადიციული თეთრი მაისურებით შეაბიჯეს. სკოლაში საზეიმო განწყობა იყო შექმნილი.

კურსდამთავრებულებმა სამახსოვრო ფოტოები და კლიპი გადაიღეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და სურვილები გაცვალეს. 

სკოლიდან ისინი საუკეთესო სურვილებით გააცილეს. 

„ფერადი ბუშტები, თეთრი პერანგები, ლამაზი სურვილები, ოდნავ სევდანარევი მხიარულება და იმედი, რომ თუ გიყვარს სამყაროს გაათბობ, მეცხრე ცას შეეხები. აი, ემოციები, რომლებიც ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლის ლამაზ ეზოში ირეოდა. მეთორმეტე კლასმა ბოლო ზარის დღე დამრიგებელ ინგა კობახიძესთან ერთად განსაკუთრებულ წუთებად აქციეს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მათ სკოლის დირექტორმაც მიულოცა.

„გილოცავთ, ჩემო პატარა მეგობრებო, წარმატებებს გისურვებთ და გთხოვთ, „არასდროს გაიზარდოთ იმაზე დიდები, რომ შეგრცხვეთ წვიმიან ამინდში ყვავილების მორწყვა“, - წერს სკოლის დირექტორი.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203