ბარალეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით დაასრულეს
17-06-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის დასრულებასთან ერთად მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიებაში თითოეული კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ, რომლებმაც დამრიგებლების ხელმძღვანელობით სხვადასხვა ცეკვები, იუმორისტული სკეტჩები თუ სხვა, დაგეგმეს.

მოსწავლეებმა სასწავლო წლის ბოლო დღე დიდი ხალისით, ბედნიერებმა გაატარეს.

„ყველას ვულოცავთ სასწავლო წლის დასრულებას“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203