კრწანისის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინტერესო შეხვედრა გაიმართა
17-06-2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლას ქვემო ქართლის რეგიონში საინფორმაციო ცენტრ ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენელი თემო სუყაშვილი ესტუმრა.

აღნიშნული შეხვედრა კრწანისის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებლის ქეთინო ქადაგიძის მიერ დაიგეგმა.

შეხვედრას  VII - XI კლასების მოსწავლეები, ასევე სკოლის დირექტორი, დირექტორის მოადგილე და მასწავლებლები ესწრებოდნენ. შეხვედრის თემა - „ნატოსა და ევროკავშირის ისტორია და მისი სიკეთეები“ იყო.

აღსანიშნავია, რომ თემო სუყაშვილი ასევე, მარნეულის N5 და N2 საჯარო სკოლების სამოქალაქო  განათლების პედაგოგი გახლავთ.

„ბატონმა თემომ  ძალიან საინტერესოდ  ისაუბრა ევროკავშირზე, ევროსტრუქტურებზე და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში, რამაც შეხვედრა უფრო დინამიური და საინტერესო გახადა. შეხვედრის ბოლოს მოხდა შთაბეჭდილებების ურთიერთგაზიარება“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203