გეგელიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის კლუბმა დაფინანსება მოიპოვა
17-06-2022
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის სასკოლო კლუბი - Student's Vision მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა მოსწავლეებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ აქტიურად ჩაერთონ სწავლების პროცესში.

კლუბმა პროგრამაში - „სასკოლო კლუბების ინიციატივების დაფინანსება“ გაიმარჯვა, რომელსაც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს.

მიღებული დაფინანსებით მოეწყობა საგანმანათლებლო კუთხე.

სასკოლო კლუბის მიზანია გაამრავალფეროვნოს მოსწავლეების სასკოლო ცხოვრება, მისცეს მათ თვითრეალიზების საშუალება და ხელი შეუწყოს სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებას.

სასკოლო კლუბი - Student's Vision მოიცავს პრაქტიკულ სწავლებაზე ორიენტირებულ აქტივობებსა და კომპლექსურ დავალებებს. ასევე, სხვა საგნის მასწავლებლებისა და სკოლების ჩართულობას.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო კლუბ - Student's Vision-ის ხელმძღვანელი ინგლისური ენის პედაგოგი ოქრო დავითაძე გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203