ხრიალეთის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულება აღნიშნეს
17-06-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრიალეთის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებმა საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს.

მოსწავლეები პედაგოგებს ემოციურად დაემშვიდობნენ და გაწეული შრომისა თუ ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.

მეცხრეკლასელები გააცილა დამრიგებელმა, თამარ მამფორიამ, რომელმაც ბავშვებს წარმატებები და სკოლის სასახელოდ წინსვლა უსურვა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა საბაზო საფეხურის დასრულება საზეიმო, მრავალფეროვანი ღონისძიების ფარგლებში აღნიშნეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203