თბილისის N118 სკოლის მოსწავლეთა გუნდი საგანმანათლებლო პროექტის ფინალურ ეტაპზე წარმატებით გადავიდა
17-06-2022
თბილისის N118 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის გუნდი „დავითიანნის“ ყოველწლიურ პროექტში - „წიგნიერი და პატრიოტი თაობა 2022“ ფინალურ ეტაპზე გავიდა.
15 ივნისს სამების საკათედრო ტაძრის ეზოში საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ორგანიზაცია „დავითიანნის“ ყოველწლიური პროექტის - „წიგნიერი და პატრიოტი თაობა 2022“ გამოსაშვები საღამო გაიმართა.
პროექტში ჩართული 40 სკოლიდან, ფინალურ ეტაპზე 12 გუნდი გადავიდა, მათ შორის იყო თბილისის N118 საჯარო სკოლის გუნდი. მოსწავლეებმა - ელენე ჯოხაძემ და სალომე დუდაშვილმა პროექტში წარმატებული მონაწილეობისთვის სერტიფიკატები დაიმსახურეს.
„მათ საბოლოო გამარჯვებამდე 4 ქულა დააკლდათ, თუმცა დაძაბულ პაექრობაში თავი გამოიჩინეს. პროექტი „წიგნიერი და პატრიოტი თაობა“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და „დავითიანნის“ ორგანიზებით 2008 - წლიდან ხორციელდება. იგი გულისხმობს არაფორმალურ სწავლებებს და შეხვედრებს მოწვეულ ლექტორებთან, მათ შორის ფსიქოლოგებთან“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო