ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლა მოსწავლეებმა საერთაშორისო ოლიმპიადაზე ასახელეს
17-06-2022
ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საერთაშორისო ოლიმპიადებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, დიდი წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, მოსწავლეებმა მშობლიური სკოლა ყაზახეთში გამართულ FEMO internacionalis (ფიზიკა-მათემატიკის ოლიმპიადა დაწყებითი სწავლების მოსწავლეთათვის) IV საერთაშორისო ოლიმპიადის გაზაფხულის ტურის ფინალში ასახელეს.
„ჩვენმა მოსწავლეებმა: სესილი სვანიძემ - II ადგილი (მე-3ა კლასი, დამრიგებელი მარიკა ყურაშვილი), ელენე რობაქიძე - I ადგილი, ლუკა კობაიძე - III ადგილი (მე-3დ კლასი, დამრიგებელი ნანა მელქაძე), თინა ხამაშურიძე - II ადგილი (მე-4გ კლასი, დამრიგებელი მაია ბურჭულაძე), დემეტრე წურწუმია - II ადგილი, ავთანდილ ნიკოლეიშვილი - I ადგილი (მე-5ვ კლასი დამრიგებელი ლაურა ბესტაევა), ნინი სალდაძე - II ადგილი (მე-5დ კლასი, დამრიგებელი სოფო ივანიაძე), თომა იობიძე - III ადგილი ( მე-5ე კლასი დამრიგებელი მთვარისა კეპულაძე).
ვულოცავთ მათ ამ წარმატებას და შემდგომ გამარჯვებებს ვუსურვებთ“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო