ტყიბულის N6 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეები პირველ მასწავლებელს ღონისძიებით გამოემშვიდობნენ
17-06-2022
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის IVბ კლასის მოსწავლეებმა დაწყებითი კორპუსის სააქტო დარბაზში სასწავლო წლის წარმატებით დასრულება განსაკუთრებულად აღნიშნეს.
მოსწავლეებმა დამრიგებლის, ფატიმა რობაქიძეს ხელმძღვანელობით მრავალფეროვანი ღონისძიება გამართეს, რომლის ფარგლებშიც საკუთარი შემოქმედებითი ნიჭი მაქსიმალურად გამოავლინეს.
აღსანიშნავია, რომ მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს ემოციურად დაემშვიდობნენ და მის მიმართ უდიდესი მადლიერება გამოხატეს.
მოსწავლეებმა მხატვრული შემოქმედებით თავიანთი სიყვარული ყველა საგნისადმი გამოხატეს; ბავშვების შემოქმედებამ დიდი ემოცია და მადლიერება გამოიწვია მშობლებისა და პედაგოგების მხრიდან.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს