ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მერვეკლასელთა ბიოლოგიის შთამბეჭდავი გაკვეთილი
17-06-2022
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგების ხელმძღვანელობით სხვადასხვა კომპლექსურ დავალებებზე ყოველთვის აქტიურად მუშაობენ.

ამჯერად, მე-8 კლასში ბიოლოგიის გაკვეთილი ჩატარდა, რომელიც კომპლექსური დავალების - „ჯანსაღი თეფშის“, ერთ-ერთ ნაბიჯს ემსახურებოდა; კერძოდ, „ც“ ვიტამინის აღმოჩენას საკვებ პროდუქტებში.

სამიზნე ცნება -  „ჯანმრთელობა და დაავადება“ და „სტრუქტურა და ფუნქცია“ იყო.

გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა და ექსპერიმენტმა მოსწავლეთა ჩართულობა კიდევ უფრო გააქტიურა.

გაკვეთილს ბიოლოგიის ქოუჩი ეკატერინე ცნობილაძე ესწრებოდა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა პედაგოგი თამარ კირკიტაძე, ხოლო დამრიგებელი ნელი სიმონოშვილი გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203