ჩხიკვთას საჯარო სკოლის მოსწავლე საბა ბაბუნაშვილმა ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ოქროს სიგელი დაიმსახურა
17-06-2022
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხიკვთას საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე საბა ბაბუნაშვილი საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.
მოსწავლემ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპში ოქროს სიგელი დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
16 ივნისს კონკურსის პირველი ეტაპი თეთრიწყაროელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტუალური კონკურსი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 63 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „თეთრიწყაროს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. კონკურსის II ეტაპი 17 ივნისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს