„იავნანამ რა ჰქმნა?!“ - შაშიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის ინსცენირება დადგეს
17-06-2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.

ამჯერად, V კლასში მეტად უჩვეულო გაკვეთილი ჩატარდა.

„მკითხველთა თეატრის“ ფარგლებში მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის - „იავნანამ რა ჰქმნა?!“ ინსცენირება წარადგინეს.

მოსწავლეებმა პერსონაჟთა ხასიათები წარმოაჩინეს და ასევე, გააკეთეს შედარება შესაბამის ქართულ მხატვრულ ფილმთან.

აღსანიშნავია, რომ მეხუთეკლასელების მასწავლებელი ელენე აბელაშვილი გახლავთ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203