თეკლა და ანდრია გოჩაშვილებმა ქარელის N2 სკოლა ასახელეს - და-ძმას izrune.ge-ს ოქროს დიპლომები და მზაობის სერტიფიკატები გადაეცა
17-06-2022

თეკლა და ანდრია გოჩაშვილებმა ქარელის N2 საჯარო სკოლა ასახელეს. და-ძმა მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არის ჩართული და სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს დიდი სიხარულით ასრულებს.

წარმატებულ და აქტიურ მოსწავლეებს, უკვე გადაეცათ izrune.ge-ს წარმატების ოქროს დიპლომები და მზაობის სერტიფიკატები.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203