წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის საესტრადო, სამეჯლისო თეატრალური სტუდია მაყურებლის წინაშე საოცარი კონცერტით წარდგა
17-06-2022
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის ბაზაზე საესტრადო, სამეჯლისო თეატრალური სტუდია - Best voice რამდენიმე თვის წინ ჩამოყალიბდა და აქტიურად ფუნქციონირებს.

სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი ირმა კუბლაშვილია, ხოლო კონცერტმაისტერი ინგა ხვადაგიანი გახლავთ.

ამჯერად, სტუდია მსმენელთა წინაშე საოცარი კონცერტით წარსდგა.

„თავდაუზოგავმა შრომამ და დაკისრებული მოვალეობისადმი მაღალმა დამოკიდებულებამ განაპირობა მოსწავლეების, როგორც მაღალი საშემსრულებლო დონე, ასევე მათი სასცენო კულტურა.

კონცერტზე წარმოდგენილი იყო საესტრადო და სამეჯლისო ნომრები, ასევე სიმღერების დროს წარმოდგენილი იყო თეატრალური სცენები, რაც ერთობლიობაში მიუთითებდა იმ დიდ პროფესიონალიზმზე, რაც ახასიათებს ქალბატონ ირმას, რომელმაც დიდი პასუხისმგებლობით დადო ეს მართლაც, საოცარი შედეგი.

გვინდა დიდი წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს პატარა ხელოვანებს, მადლობა გადავუხადოთ პედაგოგებს და მშობლებს, რომლებიც დიდი ერთგულებით დაგვიდგნენ გვერდით. წინ, დიდი გამარჯვებებისკენ!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203