ქვენობნის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა დაუვიწყარი ოთხი წელი ღონისძიებით შეაჯამეს
17-06-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა 2021-2022 სასწავლო წლის დასრულება წარმატებით, საზეიმო ვითარებაში დაასრულეს.
სკოლაში მეოთხე კლასის გამოშვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, რომლის ორგანიზატორი თინა შეშელიძე გახლდათ.
მოსწავლეები სამადლობელი სიტყვებით ემშვიდობებოდნენ მეოთხე კლასის ხელმძღვანელს, შუშანა კონცელიძეს ოთხი წლის განმავლობაში გაწეული მზრუნველობისა და ერთობლივი მუშაობისათვის.
„იყო ცრემლნარევი, ღიმილიანი სახეები და თბილი სიტყვები. სკოლა მადლობას უხდის მშობლებს, მოსწავლეებს და ღონისძიების სულისჩამდგმელს, პედაგოგ თინა შეშელიძეს.
სკოლის დირექცია წარმატებებს უსურვებს ქვენობნის სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მომავალი სასწავლო წლისათვის შემოქმედებით საქმიანობაში!“- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს